LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3641
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტების მიღება.

დღის რეკომენდაციები – დღეს ემოციური ფონი საკმაოდ არასტაბილურია – ნუ აჰყვებით ზედმეტ ემოციებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და მოლაპარაკებებს ეხება. მაღალია მოტყუების, ილუზიების, კამათის და განწყობის მოულოდნელი ცვალებადობის ალბათობა. ზოგიერთ ადამიანს გაუჩნდება პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის ან პარტნიორზე ზეწოლის სურვილი, რაც შეიძლება კონფლიქტით დასრულდეს.

ეცადეთ იყოთ გულწრფელი, არ სცადოთ პარტნიორით მანიპულაცია და ნუ გამოიყენებთ მათ სისუსტეებს საკუთარი ინტერესებისთვის – ამან შესაძლოა ურთიერთობაში დაბრკოლებები გამოიწვიოს. ინტუიცია დღეს თქვენი მთავარი დამხმარეა – დაეყრდენით შინაგან გრძნობას გადაწყვეტილებების მიღებისას.

ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ და თვალების გადაღლასაც მოერიდეთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, დღეს მეგობრულ წრეშიც კი საიდუმლოება დიდხანს არ შეინახება.

ჯანმრთელობა – სასურველია საკვებ რაციონში შეიტანოთ უცხიმო თევზი, მჭლე ხორცი, ბოსტნეული და ლიმონი. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის გაძლიერებაზე ორიენტირებული მსუბუქი ფიზიკური აქტივობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა და ვენები, ამიტომ მოერიდეთ გადაღლას და უძილობას.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს იზიდავს საფირონი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი. ფერებიდან კი – ნეონისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი და ვარდისფერი ტონები გააძლიერებენ მიზიდულობას, შარმს და თავდაჯერებას.

დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო ან სამღებრო სამუშაოების ჩასატარებლად, დიეტის დასაწყებად, ბინის ან საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. ასევე ხელს უწყობს სესხის აღებას, რეკლამასთან დაკავშირებულ საქმიანობას, საზოგადოებრივ და ნოვატორულ პროექტებს, სწავლებასა და განათლებას, ასევე საიუბილეო ღონისძიებების გამართვას.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია დღე კირჩხიბის და ქალწულის წარმომადგენლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები