LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4105
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია – გეომაგნიტური ენერგიები განსაკუთრებულ დატვირთვას უქმნიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვლილებები და სხვა დისკომფორტი. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლების პროფილაქტიკა.

დღის რეკომენდაციები – დღე განსაკუთრებით სიფრთხილეს მოითხოვს ხელმძღვანელ პირებთან კონტაქტის დროს – შეინარჩუნეთ მეტი ტაქტი და თავდაჭერა. მეტი იმოძრავეთ დღის განმავლობაში. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტების მიღებას და სტომატოლოგიურ პროცედურებს, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს და ხვალ ნუ შეიტანთ მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმებში, მოერიდეთ ახალი კავშირების დამყარებას, ახალი თანამშრომლის მიღებას სამსახურში, ქორწინებას. ფინანსური ოპერაციები და ვაჭრობა კი უნდა განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით.

ჯანმრთელობა – დღეს აქტიურად სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, კანი, მუხლები და ხერხემალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებზე აუცილებლობის გარდა არ არის რეკომენდებული. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და მკვეთრ მოძრაობებს. ვერძის, კირჩხიბის და თხის რქის დაბადებულებს განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ჯანმრთელობის კუთხით.

დღის ფერები და მინერალები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აქატი, მარჯანი ხელს უწყობენ ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს და შანსების გაზრდას.

ფერებიდან ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ყვითელი – აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე კირჩხიბისა და თხის რქისთვის. შედარებით დაძაბულია მერწყულებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები