დღე გეომაგნიტური აქტივობით არის დატვირთული, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. მოსალოდნელია უგუნებობა, თავის ტკივილი, წნევის მერყეობა და სხვა დისკომფორტი. რეკომენდებულია მეტი დასვენება და, საჭიროების შემთხვევაში, წამლების პროფილაქტიკური მიღება.
დღის რეკომენდაციები – სასურველია სიფრთხილისა და თავშეკავების გამოჩენა. შესაძლებელია გათავისუფლება ძველი ვალდებულებებისგან და გარკვეული საკითხების დასრულება. მოერიდეთ ზედმეტ სულსწრაფობას, ხოლო ბავშვების მიმართ გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებით ქუჩაში ყოფნისას.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში გაიზრდება ემოციურობა, მგრძნობიარობა და ოპტიმიზმი. ხელსაყრელია პარტნიორული თანამშრომლობა, ახალი კონტაქტების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება.
ჯანმრთელობა – ეფექტურია ფილტვების, ბრონქების, ხელებისა და მხრების მკურნალობა. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და საზარდული.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – პოზიტიურია სწავლა, სულიერი და ინტელექტუალური განვითარება, მოგზაურობა და მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი, სპორტული ვარჯიშები, ტურისტული ლაშქრობები და ექსკურსიები. დღევანდელი დღე ხელს უწყობს საზოგადოებრივ აქტიურობას, პრეზენტაციებისა და კონფერენციების ჩატარებას, საიუბილეო ღონისძიებებსა და დაჯილდოებებს. არ ვარგა დღეს მოსავლის აღება და ხილის კრეფა შესანახად.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა ფირუზი, სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი და ამეთვისტო. ისინი მოიზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და გაზრდიან ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია ვერძის, ლომისა და სასწორისათვის. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბისა და თევზებისათვის.