LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6599
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი დაიწყება 01:00 საათიდან და გაგრძელდება 21:25 საათამდე. ამ პერიოდში ადამიანებში ყურადღება დუნდება, რაც ზრდის შეცდომებისა და არასასიამოვნო შემთხვევების ალბათობას. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილე მმართებთ მძღოლებსა და ქვეითებს.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან 25 აგვისტომდე, სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოში. ვენერას ზეგავლენით უფრო ძლიერდება ემოციურობა, ინტუიცია და მგრძნობიარობა. იზრდება ტრადიციული და საოჯახო ღირებულებებისადმი მიჯაჭვულობა.

ამავდროულად, ხშირია ეჭვიანობის, ხასიათის ცვალებადობისა და არაგულწრფელობის ტენდენცია. ეს ტრანზიტი წარმატებას მოუტანს მათ, ვინც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან, პოეზიასთან, ასევე ტურიზმის, ეთნოგრაფიის სფეროებთან.

პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს კრიტიკულობა და პრეტენზიულობა. შესაძლოა ხანმოკლე, თუმცა ემოციური ახალი ნაცნობობა. სასიყვარულო კონტაქტებისთვის დღე ხელსაყრელია, თუმცა საჭიროა თავშეკავებულობა და ემოციების გაწონასწორება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია შემდეგი აქტივობებისთვის: ქორწინება, სასიყვარულო კონტაქტები, კულტურული და გასართობი ღონისძიებები, საყიდლები (განსაკუთრებით ტანსაცმელი, ავეჯი, დეკორატიული ნივთები), მეგობრული ურთიერთობები და შემოქმედებითი საქმიანობა.

ჯანმრთელობა – შესაძლებელია ყელის, ენდოკრინული და შარდსასქესო სისტემის გამწვავება, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმლების ზონაში. სასურველია ხერხემლის, ძვლოვანი სისტემის და კბილების მკურნალობა. უნდა მოერიდოთ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, თხილს, თაფლს და ალერგიულ პროდუქტებს.

დღის ფერები და მინერალები – ნეფრიტი, ლაზურიტი, ქარვა, აკვამარინი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, ხოლო ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი, მწვანე გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, დაძაბული დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის – მათ მართებთ მეტი მოთმინება, ყურადღება ჯანმრთელობაზე და თავშეკავება ემოციების გამოხატვისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები