LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1846
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებით არის აღსავსე, ამიტომ იყავით ყურადღებით, მით უმეტეს, ხანდაზმულები და სუსტი გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მქონე ადამიანები, მათ ასეთი დღეების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე აურა აქვთ. დედამიწის გეომანტიის დაძაბვამ შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი დისკომფორტი, რაც შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილების, უგუნებობის სახით. ყურადღება მიაქციეთ წნევას, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და მეტად დაასვენეთ თავი.

დღე ზოგადად, კონფლიქტური და ავარიულია, ამიტომ იყავით ყურადღებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს კარგია შემოქმედებითი მუშაობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი მიმართვა, საზოგადოების წინაშე გამოსვლა.

ნუ გამოამჟღავნებთ საკუთარ გეგმებს, მოერიდეთ პედიკიურის გაკეთებას, ანალიზების ჩაბარებას, ექოსკოპიას, ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკული ნაერთების გამოყენებას, რაც შემდგომ არაადეკვატურ რეაქციებს და მეტ სირთულეებს გამოიწვევს.

მოერიდეთ საიდუმლო საქმეებსა და სიყვარულს, საიდუმლო ადვილად გამოაშკარავდება და შემდგომ შესაძლოა არასასურველი კონფლიქტების მიზეზი გახდეს.

დღე სასიკეთოა მგზავრობისთვის, იურისტებთან კონტაქტებისა და სასამართლო პროცესებისთვის, ხელს უწყობს კაპიტალდაბანდებას, ფოტოგრაფიას, კონტრაქტების დადებას, კარგია ნადირობისა და თევზაობისთვის, ასევე მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მათი მორწყვისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული, ლიმფური სისტემის ზონა, ტერფები და მხედველობა. ამ ორგანოებთან მიმართებით დღეს ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ იქნება.

დღის ფერები და მინერალები – თუნდაც მცირეოდენი შტრიხებით, გამოიყენეთ იისფერი, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი, ზღვის ტალღის ფერი და მწვანე – ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო და შავი გაგატი, ისინი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრების შემდგომ ახდენა ფრიად საეჭვოა.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის. შედარებით დაძაბულია ტყუპების, ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება ჰმართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები