4 აპრილამდე თეთრი მთვარის და და პლანეტა ვაქშეას შერწყმა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში პოზიტიურად აისახება ოჯახურ და სანათესავო ურთიერთობებზე. გაძლიერდება პატრიოტიზმი, სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული.
გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა ნებისმიერი საქმის შესრულებისას, რათა არ მოგიწიოთ ნაჩქარევად გაკეთებულის მეორედ შესრულება.
მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ერთობლივი საქმის დაწყებისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის, თმის და სახის კანის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.