მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი დილით, 10:16 საათზე იწყება და 15:48 საათამდე გრძელდება. ამ პერიოდში უარყოფითი მთვარის ენერგია ახდენს ყურადღების დაქვეითებას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღის რეკომენდაცია – დღეს ძირითადი აქცენტი კონკრეტულ და პრაქტიკულ მოქმედებებზეა. დაეყრდით რეალურ ფაქტებს და არა ილუზიებს ან ფანტაზიებს. მეგობრულ ურთიერთობებში საიდუმლოს შენახვა პრობლემურია – შემდგომ ეს შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. დღე ხელს უწყობს სამშენებლო საქმიანობას, ტექნიკის შეძენას, ბინის ან საცხოვრებელი ადგილის შესაცვლას, ასევე სესხის აღებასა და უძრავი ქონების ყიდვა -გაყიდვას.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება: მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენები, ლიმფური სისტემა და ტერფები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
კარგი იქნება სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება, ცურვა, მსუბუქი ფიზიკური აქტივობა. მოერიდეთ ზედმეტ სითხეს და თვალების გადაღლას. უმჯობესია, ფეხით გადაადგილდეთ და დიდხანს არ იდგეთ. არ არის რეკომენდებული დღეს ალკოჰოლის მიღება.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა: საფირონი, ცირკონი, აქვამარინი, ძოწი; საღამოს – მარგალიტი. ისინი მეტად მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან: ნეონისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი; საღამოს – იისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის, შედარებით დაძაბულია კუროსა და თევზებისთვის.
 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 