მზე კვლავაც აქტიური და ენერგიული ლომის ნიშანში იმყოფება, ხოლო მთვარე ოპტიმიზმით სავსე მშვილდოსნის ზოდიაქოში მოძრაობს. ამ ასტროლოგიური კომბინაციის გავლენით დღის ენერგეტიკა კიდევ უფრო ძლიერდება
დღის რეკომენდაციები – სასურველია აკონტროლოთ სიტყვები – მოულოდნელად ნათქვამმა ფრაზამ შეიძლება დაძაბულობის მიზეზი გახდეს. დღე ხელსაყრელია საბუთებთან მუშაობისთვის, იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის, ადვოკატებთან ურთიერთობისთვის და დოკუმენტების სიღრმისეულად განხილვისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრები, მგზავრობები და გეგმების შეცვლა, ამიტომ იყავით მზად ცვლილებებისთვის.
ჯანმრთელობა – დღე დადებითია სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, მასაჟისთვის, ფილტვების, ბრონქების და ხელების ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის.
დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯბარძაყის ძვალი. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ.
შვილიანებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, განსაკუთრებით გარეთ გადაადგილებისას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, იურიდიული საქმიანობისთვის, სწავლისთვის და შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის. ხელს უწყობს მგზავრობებს, მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტებს საელჩოების დონეზე, ასევე პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებას. კარგია ტურისტული ლაშქრობები, ექსკურსიები და საიუბილეო საღამოები.
არასასურველია სამშენებლო სამუშაოები და სისხლის გადასხმა – მოერიდეთ ამ მიმართულებით ჩარევებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს.
დღის ფერები და მინერალები – დღეს სასიკეთო მინერალებია ფირუზი, სარდიონი, ამეთვისტო, იაგუნდი და საფირონი – მათი გამოყენება იზიდავს დადებით კოსმოსურ ენერგიას და ზრდის თქვენს შესაძლებლობებს. ფერებიდან უპირატესობა მიეცით წითელ, ყვითელ, იისფერ, ლურჯ და ცისფერ ტონებს – ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით წარმატებულია ლომებისთვის და სასწორებისთვის. შედარებით დაძაბული ფონი ექმნება თხის რქისა და თევზების ნიშნებს. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო დონეზე ჩაივლის.