LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2945
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – გაითვალისწინეთ, დღევანდელი „ორმაგი თამაში“ წარმატებას ნამდვილად არ მოგიტანთ. დღე კარგია ახალი ცოდნის მისაღებად და ახალი საქმის დასაწყებად. ნუ გაამძაფრებთ სიტუაციებს, ვინაიდან შესაძლებელია ნებისმიერი პრობლემური გარემოება უფრო პოზიტიურ ელფერში გადაიყვანოთ. მაღალია ჭორების, ინტრიგების, დაცინვისა და მოტყუების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია ბევრი აუხდენელი დაპირება, ამიტომ თავი აარიდეთ უსაფუძვლო განცხადებებსა და ფუჭ საუბრებს. ეს მხოლოდ ხელს შეუშლის პარტნიორული ურთიერთობების ჰარმონიზაციას.

ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საზარდულის, მენჯისა და ბარძაყის მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ხელები, ფილტვები, ბრონქები და მხრები. ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. რაციონში უფრო ხშირად შეიტანეთ სტაფილო, ბანანი, ციტრუსები, კივი და ყაბაყი. მოერიდეთ დახუთულ, უჰაერო სივრცეში დიდხანს ყოფნას, სიმძიმეების აწევას და თვალების გადაღლას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე რთულია სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. არ არის რეკომენდებული რემონტის დაწყება. დღე ხელს უწყობს კონფერენციების ჩატარებას, აუქციონებს, რეკლამას, ხელშეკრულებების დადებას, საქმიან შეხვედრებს, საბანკო ოპერაციებს, მშენებლობას და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

დღის მინერალები და ფერები – თოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი და ამაზონიტი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან განსაკუთრებით ხელსაყრელია ნაცრისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძის, ტყუპებისა და მშვილდოსნის წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორც ჯანმრთელობის, ასევე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები