LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3659
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის გავლენა – დღეს 01:00 საათიდან 13:35 საათამდე ვიმყოფებით მიმართულებადაკარგული მთვარის ფაზაში. ამ პერიოდში რეკომენდებულია სიფრთხილე გადაწყვეტილებების მიღებისას და ყურადღება ყოველდღიური საქმიანობისადმი, განსაკუთრებით ავტომობილის მართვისა და მგზავრობისას. საღამოსკენ მოერიდეთ მგზავრობას, სესხის აღებას, ახალი საქმის წამოწყებას და პარტნიორულ თანამშრომლობას.

დღე გეომაგნიტურია, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, წნევის ცვალებადობა, უგუნებობა და საერთო ფიზიკური და ემოციური დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულებისა და მგრძნობიარე ჯანმრთელობის მქონე პირების შემთხვევაში.

დღეს ზოგადად იგრძნობა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ტენდენცია. ამასთან, საკუთარი შეცდომის აღიარება და გულწრფელობა შესაძლოა რთული სიტუაციების განმუხტვას და პრობლემების ეფექტურად გადაჭრას შეუწყოს ხელი.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად, საქმიან შეხვედრებად და თვითშემეცნების პროცესისთვის.

პარტნიორული ურთიერთობები – სასურველია დღეს თავი აარიდოთ გადაჭარბებულ მოთხოვნებს პარტნიორების მიმართ – ეს ურთიერთობაში ზედმეტ დაძაბულობას გამოიწვევს. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ქორწინებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დღის მეორე ნახევარში კი ინტუიცია და სიღრმისეული თვითგაცნობიერება გახდება აქტუალური.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ზოგიერთი განცხადება შესაძლოა კონფლიქტის გამწვავების მიზეზი გახდეს. ეცადეთ არ იმოქმედოთ იმპულსურად, არ იჩქაროთ და შეამციროთ მერყეობისა და სითავხედის გამოვლინება.

ჯანმრთელობა – დღეს ფიზიოლოგიურად დასუსტებულია თირკმლები, ყელის არე, შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა. სასურველია ალკოჰოლის, მარილიანი საკვების და სითხის ჭარბად მიღებისგან თავშეკავება, ასევე სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდება.

დღის ფერები და მინერალები – დღის პირველი ნახევარი: სასარგებლოა ლურჯი, ცისფერი, ბეჟი და ნაცრისფერი ტონები. მინერალებიდან რეკომენდებულია ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი. დღის მეორე ნახევარი: გამორჩეულად ეფექტურია წითელი, შავი და მწვანე ფერები. მინერალებიდან – ოპალი და ტოპაზი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებული წარმატებით წარიმართება კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული ფაზაა ვერძისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები