LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1420
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 00:43 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს უაზრო, არაფრისმომცემ საუბრებში დროის დაკარგვა.

არ აჰყვეთ ემოციებს, უმჯობესია მოუსმინოთ ინტუიციას და იმოქმედოთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან გულწრფელი საუბრისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კომპიუტერული და მუსიკალური აპარატურის, ამულეტების და თილისმების შესაძენად.

ჯანმრთელობა – აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარჯანი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები