LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1932
მიხეილ ცაგარელი

დიდი კოსმიური ენერგიების მმართველი პლანეტის – პლუტონის 9 მაისამდე რეტროგრადულობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, მისი დაპირისპირება მარსსა და შავ მთვარესთან, ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მოიმატებს შური და ღვარძლი, აგრესია, ბოროტება და ვერაგობა, გაიზრდება მოტყუების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, საჩუქრების და სუვენირების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ნიშნობა და ქორწინება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და  ფიზიკურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და კრემისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები