LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2757
მიხეილ ცაგარელი

პლანეტა მარსის ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას, აქტიურად მოქმედების და შრომის უნარს, მეორეს მხრივ, ეგოიზმს, სულსწრაფობას, სიჯიუტეს და უყაირათობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სპორტული ვარჯიშებისა და ტურისტული ლაშქრობების მოწყობისთვის, იურიდიული საკითხების მოგვარებისა და დოკუმენტების გაფორმებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფილტვების, ბრონქების, ხელების და მხრების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, ქარვა და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები