LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4678
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც პრობლემებს უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვოვან, იმუნურ და ნერვულ სისტემას, შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილები, უგუნებობა, წნევის მერყეობა და საერთო სისუსტე. ყურადღება მიაქციეთ წნევის დონეს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ წამლები. დაბალი წნევის შემთხვევაში სასარგებლოა ყავა.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს – 15:22-დან 20:17 საათამდე. ამ პერიოდში მთვარის ენერგია ადუნებს კონცენტრაციას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. ამიტომ სიფრთხილე გმართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეიდან, 15 დეკემბრამდე, მარსი გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში, რაც აძლიერებს ენერგიას, ინიციატივას, აქტიურობასა და ოპტიმიზმს. ამ პერიოდში მატულობს მოგზაურობის, განათლების, რელიგიური და იდეოლოგიური თემებით დაინტერესების სურვილი.

თუმცა ამავე დროს იზრდება ისეთი ნეგატიური გამოვლინებების ალბათობა, როგორებიცაა სულსწრაფობა, სარკასტული გამონათქვამები, ფულის დაუფიქრებლად ხარჯვა, ეგოიზმი და დიქტატორული მიდრეკილებები. სწორედ ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური თვითკონტროლი. მთლიანობაში ეს პერიოდი ხელს უწყობს ტურიზმის, სპორტის, იურიდიული, პოლიტიკური და საგანმანათლებლო სფეროების განვითარებას.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს ნუ დაკარგავთ დროს წვრილმან საკითხებზე და ნუ გადააბარებთ თქვენს ვალდებულებებს სხვას – ასეთმა ქცევამ შეიძლება კონფლიქტები და გაუგებრობები გამოიწვიოს. პატივი ეცით პარტნიორის სივრცესა და მოსაზრებებს.

ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თავის ტვინს, სისხლძარღვოვან სისტემას, ყელისა და გრძნობათა ორგანოებს. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით სასურველი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. ეფექტურია თირკმელების, ენდოკრინული სისტემისა და ყელის მკურნალობა. საკვებ რაციონში სასურველია შეიტანოთ ხილი, ბოსტნეული და ფრინველის ხორცი – ეს გააძლიერებს იმუნიტეტს.

დღის მინერალები და ფერები – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ფირუზი – მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიას და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ხოლო ფერებიდან წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები – აძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ლომისა და სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული დღეა კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით, საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები