დღე გეომაგნიტურია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. გეომაგნიტური ენერგიები დამატებით დატვირთვას უქმნიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რის შედეგადაც შესაძლოა თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვლილებები და სხვა დისკომფორტები გამოიკვეთოს. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლების პროფილაქტიკა.
დღის რეკომენდაციები – დღეს და ხვალ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ნებისმიერი საქმიანობისას, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. აკონტროლეთ ემოციები, ნუ იჩქარებთ, ნუ იწუწუნებთ. მოერიდეთ არადეკვატურ საქციელს.
პარტნიორული ურთიერთობები – გადაჭარბებულმა მზრუნველობამ სხვათა მიმართ შეიძლება პრობლემები შექმნას, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში. იყავით გულახდილი, გამოიჩინეთ მოთმინება, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.
ჯანმრთელობა – დღე არასასურველია ტერფების მასაჟისთვის, ანალიზებისა და ექოსკოპიის ჩატარებისთვის. ყურადღება მიაქციეთ მხედველობას, ნერვულ სისტემას, ტერფების ზონას და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან სასიკეთო ენერგიას ანიჭებს: მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო. ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს. ხოლო ფერებიდან დადებითი იმოქმედებს – იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი და ფირუზისფერი.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულის, თხის რქისა და თევზებისთვის. დაძაბულია ვერძისა და ტყუპებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალოა წარმატების კუთხით.