LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5413
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პირებს. შესაძლებელია თავის ტკივილი, უგუნებობა და სხვადასხვა სახის დისკომფორტი. სასურველია არტერიული წნევის კონტროლი და ემოციური ფონების დაბალანსება.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მთვარის მიმართულებადაკარგულ პერიოდს – დღის 14:00 საათიდან 14:34 საათამდე. ამ ინტერვალში ყურადღება იოლად სუსტდება, რაც შეიძლება ტრავმების და გაუფრთხილებლობის მიზეზი გახდეს. ამ დროის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაციები – დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ მოვლენათა საერთო მსვლელობას, რადგან სამყარო თითქოს ამოწმებს თქვენი მიზნებისა და გეგმების სიმტკიცეს. შეეცადეთ გააკონტროლოთ გაძლიერებული ემოციები, იმოქმედოთ უფრო პრაგმატულად და მოერიდოთ ზედმეტ ფანტაზიებსა და ფორიაქს. დღეს შესაძლებელია არასტანდარტული გამოსავლის პოვნა რთულ საკითხებში. ხელსაყრელია ტექნიკის შეძენა და ინტერიერის რემონტი.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში სასურველია მეტი მზრუნველობისა და ყურადღების გამოვლენა. ზედმეტი ლაპარაკი და ემოციური აფეთქებები შესაძლოა პრობლემას შეუქმნას კომუნიკაციას, ამიტომ ჯობია სიტყვებსა და ქცევას მეტი ზომიერებით მიუდგეთ.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, მშენებლობას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს.

არასასურველია ფინანსური ოპერაციების ჩატარება, ვაჭრობა, ქორწინება, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები და ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, მუხლები, ხერხემალი, სახსრები, კბილები, თვალები, ვენები და ნერვული სისტემა. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები და ცურვა. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებსა და პიგმენტური ლაქების მოშორებას.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთო ზეგავლენას ახდენს ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი და ცირკონი – ისინი იზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს და აძლიერებენ ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან კი მწვანე, ბეჟი, ნაცრისფერი, ყვითელი და ვარდისფერი გაზრდის თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური გავლენით გამოირჩევა ვერძი და სასწორი. შედარებით დაძაბული აღმოჩნდება დღე კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები