LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1543
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:17-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 29 აგვისტომდე რეტროგრადულობა ნეგატიურად აისახება ყველა სიახლესა და ინოვაციაზე. არ ღირს მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, უმჯობესია დაუბრუნდეთ ძველ პროექტებსა და ძველ ურთიერთობებს, გაიაზროთ, აღიაროთ შეცდომები და სცადოთ მათი გამოსწორება.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული სწორედ დღეს აღადგინოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მგზავრობა და მოგზაურობა, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მანვე ჩვევების დასაძლევად. თავი შეიკავეთ მჟავე კერძებისა და ტკბილეულის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასვე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები