დღე გეომაგნიტური ენერგიებით არის გაჯერებული, რაც განსაკუთრებით მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევასთან დაკავშირებული დისკომფორტი. აკონტროლეთ წნევა და აუცილებლად გამოიჩინეთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ — დაასვენეთ სხეული და ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
დღის განმავლობაში იგრძნობა მიმართულებადაკარგული მთვარის ფაზა 19:30-დან 21:05 საათამდე, რომელიც ადუნებს ყურადღებას და შესაძლოა გამოიწვიოს გაუფრთხილებლობა – იყავით ფრთხილი ამ დროს, განსაკუთრებით მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები.
დღის რეკომენდაციები – აკონტროლეთ ემოციები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისგან. გაითვალისწინეთ, რომ საღამოს პერიოდი უფრო მეტად ხელს შეუწყობს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას.დაიმახსოვრეთ, რომ დღევანდელმა სიზმრებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგიტანოთ
ჯანმრთელობა – დღე კარგია სუნთქვითი ვარჯიშებისთვის და სასუნთქი სისტემის გაძლიერებისთვის. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა და განსაკუთრებით საზარდული და მუხლების ზონა – მოერიდეთ ამ ორგანოებზე გადაჭარბებულ დატვირთვას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღევანდელი დღე ხელს უწყობს დისკუსიებსა და სასარგებლო ნაცნობობებს. მგზავრობისას შეიძლება მოულოდნელად გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. დღე ხელს უწყობს სულიერ განვითარებას, სწავლებას, იურიდიულ საქმიანობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებსა და პარტნიორულ თანამშრომლობას.
ხელსაყრელია სპორტული ვარჯიშები, მასობრივი ღონისძიებები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და საღამოს პერიოდში – მავნე ჩვევების დატოვება. დღე ხელსაყრელია სხვადასხვა შეხვედრისთვის, მოლაპარაკებებისთვის – ის ამოწმებს თქვენი მიზნების სიმტკიცეს და გეგმების სისწორეს.
დღის ფერები და მინერალები – სასიკეთო მინერალებია ფირუზი, ლაზურიტი, ონიქსი, ქრიზოპრაზი და იაგუნდი – მათი ენერგია იზიდავს პოზიტიურ კოსმოსურ ძალებს და გაძლევთ მხარდაჭერას. ფერებიდან სასურველია გამოიყენოთ თუნდაოც მცირეოდენი შტრიხებით – წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი და ცისფერი. ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და პიროვნულ შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებულად ხელსაყრელია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის ნიშნებისთვის.