LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2027
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა საბუთი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს პარტნიორის უმიზეზოდ კრიტიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. სასიკეთო დღეა კბილების და გრძნობის ორგანოების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, მარგალიტი, მარჯანი, ოპალი და აქტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები