LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

394
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:35-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ფორიაქს, ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გათქმას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

არ ღირს უშნოდ ხუმრობა, რადგან ბევრი ვერ გაიგებს თქვენს იუმორს და განაწყენდება.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოს დაწყებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების ზედმეტად გადაღლას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით და რძის ნაწარმით, ხილით და ბოსტნეულით, ნიგვზით, მზესუმზირით და ავოკადოთი. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, წითელი, იისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე ცირკონი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები