LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2392
მიხეილ ცაგარელი

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე პოზიტიურია პრეზენტაციებისა და კონფერენციებისთვის, რეკლამისა და ინტერვიუსთვის, აუქციონებისთვის, სწავლისა და ახალი პროფესიების დაუფლებისთვის. დღევანდელი დღე დადებითია საბანკო ოპერაციების ჩატარებისა და მგზავრობისთვის. 5 ივნისს სასარგებლოა ძველი და უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლება. გაფრთხილება მართებთ პარტნიორებს ურთიერთობებში, რადგან დაუფიქრებელი სიტყვა, შესაძლოა მნიშვნელოვანი კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

ჯანმრთელობა – დღე გეომაგნიტურია, რაც პრობლემას უქმნის გულსისხლძარვთა და ნერვიულ  სისტემას, რაც შესაძლოა თავის ტკივილის და მაღალი არტერიული წნევის მიზეზი გახდეს. დღეს კარგია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საზარდულის – ასევე სახსრების მკურნალობა. უნდა მოერიდოთ უჰაერო სივრცეში ყოფნას, ისევე როგორც სიმძიმეების აწევას. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არასასურველ ტრავმებსა და ავარიებს, შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს.

დღის ფერები – ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი ცისფერი, ეს ფერები თქვენს მიზიდულობასა და შარმს გააძლიერებენ.

დღის მინერალები – აქატი, ტოპაზი, აქვამარინი, ამაზოლიტი და გიაცინტი.

ზოდიაქოს ნიშნები – 5 ივნისი პოზიტიურია ვერძებისთვის და სასწორებისთვის. შედარებით დაძაბულია თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ეცადეთ დღეს შეიქმნათ დადებითი განწყობა. მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან იდუმალი და საკვირველი მოვლენების დღეა. სასურველია დღის 13 საათამდე მოერიდოთ ქორწინების გადაწყვეტილებას, ასევე უძრავი ქონების ყიდვასა და გაყიდვას. თავი შეიკავეთ სახლის გარემონტებისგანაც. რჩევაა თავი შევიკავოთ თმის შეჭრასა და შეღებვისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები