LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1234
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ ზედმეტი ამბიციების გამოვლენას, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფებს გაღიზიანებთ.

თავი შეიკავეთ ფარულად მოქმედებისგან, რადგან საიდუმლო არ დაიმალება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.  

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ყველა წვრილმანს ჩაძიება და უმიზეზოდ ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების ზედმეტად გადაღლას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის და ზღვის პროდუქტით, თავი შეიკავეთ ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები