მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:00-დან 23:41 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
აუცილებლად შეასრულეთ დღეს გაცემული პირობები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ თქვენ შეგექმნებათ პრობლემები. ამასთანავე, სწორედ დღეს გაკეთებული კარგი და ცუდი საქმეები დაგიბრუნდებათ უკან ბუმერანგივით.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, ახალი სამსახურის მოძიებისა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებისთვის. ნაკლებად გაამართლებს გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მერწყულისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.