LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

814
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:37-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ხალხმრავლობას და უცნობებთან ურთიერთობას, რადგან ძალიან მაღალია ენერგოველის დაბინძურების საფრთხე. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი და შეასრულოთ მხოლოდ გადაუდებელი საქმეები. საიდუმლოდ შეინახეთ პირადი ცხოვრება, რადგან გამხელილი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, სესხის ასაღებად და ბინის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს. მოერიდეთ დიეტის დაწყებას, ალკოჰოლური და ფსიქოტროპული საშუალებების მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ძოწი, ამაზონიტი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები