LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

397
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია და მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას. მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება კურო-მორიელის false ღერძზე ქმნის სავსემთვარეობას, რაც აძლიერებს ემოციურ ფონს, იწვევს ტრავმული და ავარიული სიტუაციების გაჩენას, აგრესიულ და დეპრესიულ განწყობებს, აგრეთვე კონფლიქტებსა და შეცდომების დაშვების ტენდენციას.

დღის რეკომენდაცია – იმოქმედეთ პრინციპით – „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მიიღებთ სწრაფ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. დღევანდელი დღე არ არის შესაფერისი ახალი წამოწყებებისთვის – უმჯობესია, დრო დაუთმოთ დაწყებული საქმეების დასრულებას.

ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყელის არეს, ფარისებრ ჯირკვალსა და ენდოკრინულ სისტემას. ოპერაციები და სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ სიცივეს, ქარს, გაზიან სასმელებსა და მკვეთრ მოძრაობებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს მოერიდეთ ფულის სესხებასა და გასესხებას, ასევე ყიდვა-გაყიდვისა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას. არ არის რეკომენდებული სარისკო მოქმედებები და სპონტანური გადაწყვეტილებები – მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. თუმცა პოზიტიური ენერგია ხელს უწყობს შემოქმედებით მუშაობას, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ვაჭრობას. ეს დღე გამოგადგებათ იდეების დახვეწისა და შედეგების შეფასებისთვის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალები: გიშერი, აქატი, მარჯანი, მალაქიტი და ონიქსი – მეტად მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ბეჟი, მწვანე, ლიმონისფერი და ლურჯი ტონები გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით ნეგატიური გავლენა ექნებათ ვერძებს, ტყუპებს, მშვილდოსნებსა და მერწყულებს, რომლებიც განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობას.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები