ღამის საათებში, 23:53-დან ღამის პირველ საათამდე, იწყება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროის განმავლობაში სუსტდება ყურადღება და იზრდება ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი ასტროლოგიური მოვლენა – დღეიდან 27 სექტემბრამდე შავი მთვარის (ლილიტის) და პროზერპინას შეერთება მორიელის ზოდიაქოში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ცინიზმის, ეჭვიანობის, წყენის, აგრესიის, სარკასტული გამონათქვამებისა და უსამართლო ქცევების გახშირება. ასევე მოსალოდნელია ფინანსური და ქონებრივი რისკები, ბიზნესის დაკარგვის საფრთხე.
პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ ზედმეტ ეგოიზმს, გაღიზიანებასა და აგრესიას, რადგან ეს შესაძლოა კამათისა და გაუგებრობის მიზეზი გახდეს პარტნიორულ ურთიერთობებში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს კომუნიკაციას, განათლების მიღებასა და ყოველდღიურ საქმიანობას. დღეს სასიკეთოა სწავლა, ახალი ნაცნობობა, ტრენინგებში მონაწილეობა და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა. არასასურველია ზედმეტი ლაპარაკი, ფორიაქი და ემოციების უკონტროლო გამოვლენა.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მხედველობას, ნერვულ სისტემასა და ვენების მდგომარეობას. სასურველია ზომიერი რეჟიმი და სიფრთხილე ჯანმრთელობის მიმართ. მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ სიცხესა და ცხარე, მარილიან საკვებს.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთო გავლენას ახდენს საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ლაბრადორი. ხოლო ფერებიდან – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ტყუპებისა და ქალწულებისთვის. შედარებით დაძაბულია დღევანდელი დღე კუროსა და თევზების ნიშნის წარმომადგენლებს.