LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2266
მიხეილ ცაგარელი

სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 29 აგვისტომდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობას და სერიოზულობას, მოთმინებას და შეუპოვრობას, მეორეს მხრივ, პრაგმატულობას და პრაქტიკულობას, კრიტიკულობას, სიჯიუტეს და წვრილმანებს ჩაძიების სურვილს გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები