დღე გეომაგნიტური აქტივობით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. სასურველია მეტი დასვენება, პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღება და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება.
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი გაგრძელდება 21:41 საათიდან 01:00 საათამდე, რაც ამ დროის მონაკვეთში განსაკუთრებით ადუნებს ყურადღებას და ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
დღის რეკომენდაციები – მოიმატებს კონკურენცია და სხვების მიმართ უნდობლობის ტენდენცია, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ემოციები, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. დღევანდელი სიზმრები შესაძლებელია მალე ახდეს – ყურადღებით გააანალიზეთ მათი შინაარსი.
პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს გულახდილობისა და გულის გადაშლის სურვილი -შეარჩიეთ სწორი დრო და ადგილი საუბრებისთვის, რათა ემოციური განტვირთვა დადებითად აისახოს ურთიერთობებზე.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე კარგია სწავლისთვის, ადრე შედგენილ საბუთებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად. ხელსაყრელია საორგანიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, ბინის რემონტისთვის ან უძრავი ქონების შეძენისათვის. ასევე, დღე კარგია მავნე ჩვევების დასაძლევად, ნადირობისა და თევზაობისთვის. არ არის სასურველი დღეს ქორწინება, ნიშნობა, ახალი თანამშრომლების აყვანა სამსახურში ან ხელმძღვანელ პირებთან კომუნიკაცია. სჯობს გადადოთ ვაჭრობის საკითხებიც.
ჯანმრთელობა – დღე ხელს უწყობს მკერდის, კუჭ-ნაწლავის და ნაღვლის ბუშტის მკურნალობას. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევას და ალერგიის გამომწვევი საკვების მიღებას. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი და კბილების ზონა – დაიცავით თავი გადატვირთვისგან.
დღის ფერები და მინერალები – დღეს სასიკეთო მინერალებია ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარჯანი და ოპალი – მათი გამოყენება იზიდავს დადებით კოსმოსურ ენერგიას და ზრდის თქვენს შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია კრემისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე – ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის – მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების კონტროლის კუთხით.