დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე კონტაქტური და კომუნიკაბელური მშვილდოსნის, მთვარე კი ლაღი და თავისუფალი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
მოერიდეთ ზედმეტ ფორიაქს, არ ღირს საიდუმლოს გაცემა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.
მოისმინეთ და გაითვალისწინეთ უფროსი თაობის წარმომადგენელთა რჩევები.
პარტნიორული ურთიერთობა – მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი, ნოვატორული და რეფორმატორული საქმიანობისთვის, ძვირფასი ლითონებითა და მინერალებით ვაჭრობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს, ცხარე და მარილიან საკვებს. კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, ლაბრადორი, ცირკონი, ძოწი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მერწყულისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.