LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1232
მიხეილ ცაგარელი

მოქმედებისა და საქმიანობის მმართველი პლანეტის – მარსის 18 აპრილამდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ინტუიციას, ემოციურობას და მგრძნობიარობას, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციებისადმი ერთგულებას, მეორეს მხრივ, აზარტსა და ავანტიურიზმს გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარდგენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები