LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4609
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე იმყოფება ემოციურ, მგრძნობიარე, ოჯახზე ორიენტირებულ და ტრადიციების მიმდევარ კირჩხიბის ზოდიაქოში, ხოლო მთვარე – მებრძოლ, უშიშარ და ინტუიციურ მორიელის ნიშანში. ეს ზეგავლენა თითოეული ადამიანის ხასიათში აღძრავს მეტ სენსიტიურობას, ინტუიციას, თავდადებასა და შინაგან ძალას.

დღეიდან 10 დეკემბრამდე ინტუიციისა და ფანტაზიის მმართველი პლანეტა ნეპტუნი ხდება რეტროგრადული, რაც შესაძლოა გახდეს ძველი ეზოთერული, რელიგიური ან კოსმოსური ცოდნისადმი დაბრუნების მიზეზი. აღნიშნული ფაზა ასევე განაპირობებს ძველი შემოქმედებითი იდეების ან პროექტების გადახედვას, მათი ხელახალი გააზრებისა და რეალიზაციის შესაძლებლობას.

გაფრთხილება ეხება ძველი მავნე ჩვევების დაბრუნების რისკს – შესაძლოა გქონდეთ წამიერად მიღებული იმპულსი, რომელიც ძველ, არასასურველ ქცევებზე მიგაბრუნებთ.

დღეს მიზანმიმართული მოქმედება დადებით შედეგს მოიტანს. ხაზი გაისმება თქვენი სურვილების მდგრადობის გადამოწმებას სამყაროს მხრიდან.

პარტნიორული ურთიერთობები – არსებული ტენდენციები ხელს უწყობს სტაბილური და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუმცა მოერიდეთ იმპულსურობასა და მერყეობას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე დადებითად აისახება გეგმების დასახვაზე, თვითშემეცნებაზე, მანქანის ყიდვა-გაყიდვაზე, სარეცხი და სარემონტო სამუშაოებზე, კოსმეტიკურ პროცედურებზე. ახალი საქმის დაწყება, სესხის აღება, მგზავრობა ან ადგილსამყოფლის შეცვლა არასასურველია.

ჯანმრთელობა – გირჩევთ მეტი იმოძრაოთ და შეიზღუდოთ საკვების მიღება, ვინაიდან ორგანიზმი გადართულია თვითწმენდის რეჟიმზე. ფიზიოლოგიურად სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე წარმატებულია თხის რქისა და თევზებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომებისა და სასწორებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები