LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1615
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და მიზანდასახული მორიელის, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, ძველი საქმეების და პროექტების დასრულებისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, გავლენიანი ადამიანების გაცნობისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად, კანის და ფრჩხილების მოვლისთვის, კუჭის და ფილტვების სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ ალერგიული და ბიოდანამატებით მდიდარი პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები