განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც დაიწყება საღამოს 18:52 საათზე და გასტანს 19:23 საათამდე. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და აკონტროლეთ თქვენი საფულე. ეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ნუ გათქვამთ საიდუმლოს და ზედმეტად ნუ ილაპარაკებთ. არ დაიწყოთ ახალი საქმე.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს შესაძლებელია მჭიდრო და ნდობით აღსავსე კავშირების დამყარება.
ჯანმრთელობა – ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ფილტვები და ბრონქების ზონა. ოპერაციები და სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ცივ, გაზიან სასმელებსა და მკვეთრ მოძრაობებს.
დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის. ხელს უწყობს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, მგზავრობასა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას.
დღის მინერალები და ფერები – აქატი, მარჯანი, მალაქიტი, ზურმუხტი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, კრემისფერი და ნაცრისფერი ტონები გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით ნეგატიური გავლენა ექნებათ ლომებსა და სასწორებს, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.