LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ოქტომბერის ასტროლოგიური პროგნოზი

199
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლების პროფილაქტიკა.

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი დაიწყება ღამის 04:31 საათზე და გასტანს დილის 09:00-მდე. ამ დროს მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან ყურადღების მოდუნებამ შეიძლება ტრავმული და ავარიული შემთხვევები გამოიწვიოს.

ამავე დღეს მერკური გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში და იქ დარჩება 29 ოქტომბრამდე. ეს ზეგავლენა განავითარებს ინტუიციას, ორგანიზებულობას, დისციპლინას, მიზანდასახულობას, პრაგმატულ აზროვნებას და ინფორმაციის გასაიდუმლოების უნარს. ასევე გაძლიერდება მებრძოლი სულიკვეთება და ლიდერული თვისებები. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო, რათა კონტროლქვეშ მოაქციოთ მორიელის ნეგატიური გამოვლინებები: ზედმეტი პირდაპირობა, სარკაზმი, სიჯიუტე, ეჭვიანობა და წყენის დაგროვება.

დღის რეკომენდაცია – დღეს მოერიდეთ სულწრაფ გადაწყვეტილებებს და პროვოკაციებს. გეგმები შესაძლოა სხვაგვარად განხორციელდეს, მაგრამ დღის ენერგია ხელს უწყობს მყისიერი გადაწყვეტის პოვნას და საინტერესო შეხვედრებს.

პარტნიორული ურთიერთობები – არ არის რეკომენდებული პარტნიორების მიმართ კრიტიკა. ეცადეთ მშვიდი ტონი შეინარჩუნოთ, მოერიდეთ დაუფიქრებელ გამონათქვამებს და ემოციურ დაძაბულობას. მშობლების რჩევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

ჯანმრთელობა – სუსტდება თავი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. მოერიდეთ თვალების გადაღლას ან სტრესთან დაკავშირებულ აქტივობებს.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან სასიკეთო გავლენას მოახდენს ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი და სარდიონი. ფერებიდან – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძისა და ტყუპებისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულისთვის, თხის რქისთვის და თევზებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები