LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2325
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის მთვარე კი, გულღია და მეგობრული სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ საკამათო საკითხების განხილვას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობის და ქორწინებისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და სწავლისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და სამშენებლო მასალის, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. მოერიდეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მიღებას, გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და კენკრით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები