LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4382
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემები და საერთო დისკომფორტი. სასურველია პროფილაქტიკური წამლების მიღება, მშვიდი რეჟიმის დაცვა და ორგანიზმის ზედმეტი დატვირთვის თავიდან აცილება.

ამავდროულად, გაითვალისწინეთ რომ ღამის პირველ საათიდან 19:56 საათამდე მოქმედებს მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად ქვეითდება ყურადღება და იზრდება ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

დღეს თავისუფლებისა და რეფორმების მმართველი პლანეტა ურანი იწყებს უკუმავალ მოძრაობას. მისი გავლენა შეაფერხებს რეფორმატორულ საქმეებსა და ინიციატივებს, გაართულებს კომუნიკაციას და გარკვეულწილად შეავიწროებს თავისუფლების შეგრძნებას. ამავდროულად, მისი ენერგია დაგვაბრუნებს ძველ მეგობრებთან, პროექტებთან, ცოდნასა და გამოცდილებასთან. დღეს მიღებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ისინი პირდაპირ აისახება 2026 წლის 22 მაისის მოვლენებზე.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოსალოდნელია ახირებული სურვილები და გაუთვალისწინებელი რეაქციები, რაც შეიძლება კონფლიქტების მიზეზი გახდეს. საჭირო იქნება მეტი მოთმინება და დიპლომატიურობა, რათა სიტუაცია არ დაიძაბოს.

დღის რეკომენდაციები – სასურველია შეინარჩუნოთ შინაგანი სისუფთავე და ენერგია არ დახარჯოთ ფუჭად. მოერიდეთ ხორცეულის ჭარბ მიღებას, ალკოჰოლურ სასმელებსა და თვალების გადაღლას. ფეხზე დიდხანს დგომამ და გადაჭარბებულმა ფიქრმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა. იუმორი დღეს ყოველთვის სათანადოდ ვერ აღიქმება, ამიტომ სჯობს ზედმეტი ხუმრობა თავიდან აირიდოთ.

ჯანმრთელობა – განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მხედველობის, ნერვული სისტემის, ვენებისა და ტერფების ზონასთან მიმართებით. ოპერაციები და მძიმე ჩარევები მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაშია მიზანშეწონილი.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა ციტრინი, ცირკონი, საფირონი, აკვამარინი და ამეთვისტო – მათი ენერგია დადებითად მოიზიდავს თქვენს ცხოვრებაში კოსმიურ შესაძლებლობებს. ფერებიდან – ნეონის ტონები, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი გააძლიერებს მიზიდულობასა და შარმს.

დღის შესაძლებლობები – დღე ხელს უწყობს სარემონტო სამუშაოებსა და საცხოვრებელი ბინის შეცვლას. სასურველია პრაქტიკული საკითხების მოგვარება, თუმცა ზედმეტად რთული ფინანსური ნაბიჯების გადადგმა სიფრთხილითაა რეკომენდებული.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. შედარებით რთული და დაძაბული იქნება ქალწულებისა და მორიელებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები