ზოგადი მიმოხილვა: პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგულ მთვარის პერიოდს. რომელიც დილის 7:00 საათიდან და 10:45 წუთამდე გასტანს. ამ პერიოდში მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღევანდელი დღის გეომაგნიტური და ნეგატიური ტენდენციები და ენერგიები ადამიანთა გულსისხლძარღვოვან სისტემას პრობლემებს უქმნიან. ასევე პრობლემები შეექმნება ნერვულ სისტემას. რაც თავის ტკივილის, წნევის და უგუნებობის მიზეზი შეიძლება, გახდეს. ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. უფრო დიდხანს დაისვენეთ. დაეყრდენით ინტუიციას, მასზე დაყრდნობით უფრო სწორ არჩევანს გააკეთებთ. დღეს კარგია პატიება. მოერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობებს და ქორწინებებს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას, რემონტის დაწყებას, მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთებას. არ არის სასურველი თმის შეჭრა და შეღებვა. მოერიდეთ თამბაქოს, რადგან სუსტდება სასუნთქი გზების სისტემა.
კონტაქტები: საიდუმლოს ნუ გათქვამს და ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს მაღალია ჭორებისა და სხვადასხვა ინტრიგების, მოტყუების, ქურდობის ალბათობა.
მინერალები: ტოპაზი, გიაცინტი, გელიოტროპი, ამაზონიტი, ლაბრადორი და აქვამარინი.
დღეს მათი გამოყენება დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავენ.
ფერები: ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ნაცრისფერ, კრემისფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ცისფერ ფერებს. ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
დღე სასიკეთოა ტელევიზორის, ტელეფონის, კომპიუტერის და სხვა საკომუნიკაციო ტექნიკის შეძენისთვის.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები , ხელები და მხრები. ამ ორგანოებზე ოპერაციების გაკეთება განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი.
ზოდიაქოს ნიშნები: დღევანდელი დღე დადებითია ვერძისთვის, ტყუპებისთვის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
დაძაბულია ქალწულებისთვის და მორიელებისთვის.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, წარმატების კუთხით, დღე საშუალოა.