დღევანდელი დღის გეომაგნიტური ტენდენციები და ენერგიები განსაკუთრებით მოქმედებს გულსისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს თავის ტკივილის, წნევის დისბალანსის, უგუნებობისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. გირჩევთ დაიცვათ პროფილაქტიკური რეჟიმი, გამოიყენოთ საჭირო მედიკამენტები და იზრუნოთ საკუთარ დასვენებაზე.
დღეიდან 8 ნოემბრამდე მოულოდნელობების, რეფორმებისა და სიახლის მმართველი პლანეტა ურანი გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში. ეს გავლენა ხელს უწყობს ახალი და ორიგინალური იდეების განვითარებას, კავშირების დამყარებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო სფეროების რევოლუციურ განახლებას. ხელსაყრელია განათლების, მეცნიერების, ტურიზმისა და სარეკლამო სფეროში რეფორმების გატარება, ახალი მეთოდების დანერგვა და საკადრო ცვლილებები.
სავარაუდოა მნიშვნელოვანი სიახლეები ურთიერთობებში დებთან, ძმებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან – ყველაფერი ეს პლანეტა ურანის გავლენას უკავშირდება.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს მნიშვნელოვანია ემოციების გაკონტროლება და ყურადღების კონცენტრაცია. მოერიდეთ იმპულსურ რეაქციებს, შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და კომუნიკაციაში მეტი გონივრულობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელს უწყობს იურიდიულ საქმიანობას, უცხოელებთან კონტაქტს საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. ასევე, დადებითად აისახება ტურისტულ ლაშქრობებსა და სპორტულ ღონისძიებებზე.
ჯანმრთელობა – გირჩევთ ჩართოთ დღის რეჟიმში სუნთქვითი ვარჯიშები და წყლის პროცედურები. სასარგებლოა ფილტვების, ბრონქებისა და ხელების მკურნალობა. უნდა მოერიდოთ მშენებლობასა და სისხლის გადასხმას. ორგანიზმში სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯისა და ბარძაყის ძვლები. საკვები რაციონისთვის რეკომენდებულია კარტოფილი, ლობიო და კომბოსტო.
დღის ფერები და მინერალები – ფერებიდან სასიკეთოა წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, იისფერი და ცისფერი ტონები. მინერალებიდან ეფექტურია ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები დამახსოვრებადია — მათ შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სიმბოლური შინაარსი ჰქონდეთ.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. შედარებით ნეგატიური გავლენა ექნება კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის.