საკრალური დღეა, რადგან სამყარო თქვენს სიმტკიცეს გამოცდის.
არ ღირს არაფრის დაგეგმვა, უმჯობესია მიჰყვეთ მოვლენებს და იმოქმედოთ სპონტანურად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და ბურღულეულით.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, მარჯანი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.