LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

320
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა ძველი და დაუსრულებელი პროექტების გადახედვისა და ახლებურად განხორციელებისთვის.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი, თაფლით, ხილით და ბოსტნეულით. კარგი დღეა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და ნაწლავთა სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და ქალწულისთვის, მორიელისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები