მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:58-დან 20:41 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ აჰყვეთ ილუზიებს იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკსა და საიდუმლოს გაცემისგან.
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა, პარტნიორის გრძნობებით და სისუსტეებით მანიპულირება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკის შეძენისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ რძის პროდუქტების მიღებისგან. მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ბრონქებს და ფილტვებს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ლაბრადორი, ამაზონიტი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.