დღის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა არის სავსემთვარეობა ვერძისა და სასწორის ღერძზე, რასაც მზისა და მთვარის ენერგიების დაპირისპირება იწვევს. ეს ზრდის ემოციურობას, აგრესიას, კამათისადმი მიდრეკილებას, ტრავმულ და ავარიულ ტენდენციებს, ჯანმრთელობის გაუარესების რისკს. მოსალოდნელია ცდუნებები და შეცდომები, ამიტომ დღე სჯობს მშვიდად გაატაროთ და პროვოკაციებს არ აყვეთ.
ყურადრება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის 22:25 საათიდან პირველ საათამდე გაგრძელდება. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის, რადგან ყურადღების მოდუნებამ შეიძლება ტრავმული და ავარიული შემთხვევები გამოიწვიოს.
დღის რეკომენდაციები – მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას.
არ არის ხელსაყრელი ქორწინება, ფინანსური ოპერაციები, სესხის აღება ან გაცემა, კაპიტალდაბანდება, ახალი ნივთის ყიდვა ან გაყიდვა. სტომატოლოგიური პროცედურები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაიტარეთ. არ ღირს ხორცის ჭარბად მიღება და ალკოჰოლის მოხმარება. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და პირდაპირი, მოერიდეთ კამათს. არ გადაღალოთ თვალები.
დღის პოზიტიური ტენდენცია – დღე კარგი და სასიკეთოა მცირე და სწრაფად შესასრულებელი საქმეებისთვის, პატიებისა და შერიგებისთვის, ხელმძღვანელთან კონტაქტისა და მოგზაურობისთვის. ხელსაყრელია ყელის, ენდოკრინული სისტემის, თირკმელებისა და კანის მკურნალობა.
მინერალები და ფერები – დღეს სასიკეთოდ იმოქმედებს – ლალი, იაგუნდი, ძოწი, გიშერი, წითელი იასპი – ეს მინერალები გააძლიერებენ კოსმიურ დადებით ენერგიებს და მოიზიდავენ სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან – ბორდოსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე ხელსაყრელია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის. გაცილებით რთული იქნება კუროს, კირჩხიბისა და მორიელისათვის. დანარჩენი ნიშნებისთვის კი – ნეიტრალური და საშუალო გავლენის მქონე.