ვაქშიასა და მარსის პლანეტების ენერგიების შერწყმა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, წლის ბოლომდე გააძლიერებს ქვეყნებს შორის აგრესიულ, მტრულ დამოკიდებულებასა და სხვათა ტერიტორიების დაპყრობის სურვილს.
პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ გადაწყვიტოთ საკამათო საკითხები, რადგან ახლოვდება პარტნიორული კონფლიქტების პერიოდი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და ტურისტული ღონისძიებების მოწყობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩატარებისთვის, ფილტვებისა და ბრონქების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ლალი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, მორიელს და თხის რქას.
აუდიოჩანაწერი