LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

440
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეგობრული და თავისუფლების მოყვარე მერწყულის, მთვარე კი გონებამახვილი, თუმცა მოუსვენარი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს აჩქარება, გაუაზრებელი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია მოტყუების, ჭორების და ინტრიგების, დაცინვის და ქურდობის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საყოფაცხოვრებო და საკომუნიკაციო აპარატურის შეძენისთვის, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თევზებს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები