LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1471
მიხეილ ცაგარელი

ენერგეტიკულად მძიმე დღეა, რადგან ახალმთვარეობა მზის დაბნელებას ემთხვევა. პიკს დღევანდელი დღის დაძაბულობა 22:23 საათზე მიაღწევს, თუმცა მთელი დღე რთული იქნება. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ყველაზე აგრესიულ – ვერძის ზოდიაქოს ნიშანში კონფლიქტების და მოვლენების ესკალაციის მიზეზი გახდება როგორც ადამიანებს, ისე ქვეყნებს შორის, მერკურის რეტროგრადულობა კი, false გაართულებს ურთიერთობას. შეუძლებელი გახდება ადამიანებს შორის მოლაპარაკება და საერთო ენის მოძიება. მოიმატებს აგრესია და დეპრესია, ცდუნებები და შეცდომები, მუქარა და შურისძიება, პრეტენზიები და კრიტიკა, ძველი წყენა და ანგარიშსწორება, მით უფრო რომ პლანეტების – მარსის და სატურნის შეერთება თევზების ზოდიაქოს ნიშანში კიდევ უფრო გაზრდის ხელმძღვანელებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტის და დაპირისპირების ალბათობას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მოერიდეთ ხალხმრავლობას და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება, ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან, ხორციანი და სხვა მძიმე კერძების მირთმევისგან. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები