სიყვარულის და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, სპონტანურობისა და იმპროვიზაციისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მეორეს მხრივ სიჯიუტეს და სიზარმაცეს, უყაირათობას და თავქარიანობას გააძლიერებს.
მოერიდეთ ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზარალს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინვესტიციებისა და მსხვილი კაპიტალის დაბანდებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, რძის და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ და ნერვულ სისტემას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ალერგიულ პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.