LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3282
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 02:13 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – მოისმინეთ და გაითვალისწინეთ პარტნიორის რჩევები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულია და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები