01:31-დან 00:00 საათამდე – მთვარე იქნება მიმართულებადაკარგული, ამ პერიოდში განსაკუთრებით მაღალია ყურადღების გაფანტვისა და კონცენტრაციის დაკარგვის რისკი, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მძღოლებსა და ქვეითებს.
დღე კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იდეების სხვებისთვის გაზიარებისა და კომუნიკაციისთვის. შესაძლებლობა გეძლევათ, მარტივად დაარწმუნოთ სხვები თქვენი პოზიციის სისწორეში
პარტნიორული ურთიერთობები – ხელსაყრელი დღეა როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებით წარმატებული იქნება თანამშრომლობა უცხოელებთან, იურიდიულ სფეროში მოქმედი ადამიანებისთვის – პროცესი შეიძლება დადებითი მიმართულებით წარიმართოს. პარტნიორულ ურთიერთობებში მსუბუქი და თავისუფალი ურთიერთობები ჩამოყალიბდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისათვის. კარგია ტურისტული ლაშქრობებისთვის, ექსკურსიებისთვის, ასევე იურიდიულ საქმეებში მონაწილეობისა და უცხოეთში კაპიტალდაბანდების განხილვისთვის. ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას.
ჯანმრთელობა – ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმშია, ამიტომ თავი შეიკავეთ ზედმეტი საკვების მიღებისგან. კარგი დროა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფილტვების, ბრონქების, ხელების მკურნალობისა და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.
ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, საზარდულსა და მენჯ-ბარძაყის ძვალს – ეს ორგანოები შედარებით დაუცველია დღევანდელ დღეს
მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, რადგან ასეთი დღეები მათში ზედმეტ ცელქობას იწვევს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მალე ახდება. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.
მინერალები და დღის ფერები – ფირუზი, ქარვა, ლაზურიტი, საფირონი, ლალი გააძლიერებენ თქვენს პოზიტიურ ველს. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ლურჯი – ისინი წარმატებასა და შინაგან ბალანსს განამტკიცებენ.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღე აქვთ: ტყუპებს, ლომებს და სასწორებს.
შედარებით დაძაბული ფონი აქვთ: თხის რქას და თევზებს – გმართებთ მეტი ყურადღება როგორც ჯანმრთელობის, ისე საერთო დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.