LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1225
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებით არის გაჯერებული. დღეს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ფულს და ძვირფასეულობას. დღეს და ხვალ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა სათანადო შედეგებს არ მოგიტანთ. მოერიდეთ კონფლიქტებს, ნერვული სისტემის გადაღლას, ახალი ურთიერთობების დაწყებას. შესაძლებელია, თავი იჩინოს გუნება-განწყობის ცვალებადობამ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე სასიკეთოა ვაჭრობისთვის, საოჯახო კონტაქტებისთვის, სასამართლო პროცესებისთვის, ცხოველების შეძენისთვის, კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის.

დღე რთულია ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, ბინის შესაცვლელად, სესხის ასაღებად, დაპირებების გასაცემად. დღეს მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობაც. გადაამოწმეთ საბუთები, სანამ ხელს მოაწერთ.

ჯანმრთელობა –  გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება, თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემების და ა.შ. მიზეზი გახდეს. მეტად აკონტროლეთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლები. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ, რომ გვერდი აუაროთ გეომაგნიტური დღის გამოვლინებებს. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღებას, ნამცხვრებს და ალკოჰოლს, ეს ყოველივე ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმზე.

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, რაუხტოპაზი, აქატი, მარჯანი, ოპალი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ თეთრ, ვერცხლისფერ, მწვანე, იისფერ, ლურჯ, ცისფერ ტონებს. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები არ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია თხის რქებისთვის, თევზებისთვის, შედარებით დაძაბულია – ვერძთათვის, ტყუპებისთვის, ლომთათვის, სასწორთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები