LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ოქტომბერის ასტროლოგიური პროგნოზი

3958
მიხეილ ცაგარელი

ღამის პირველ საათზე დაიწყება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც დილის 09:15 საათზე დასრულდება. ამ ინტერვალში მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან ყურადღების მოდუნებამ შეიძლება ტრავმული და ავარიული შემთხვევები გამოიწვიოს.

დღე ასევე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც დამატებით დატვირთვას აყენებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და ზოგადი დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური მკურნალობა.

დღის რეკომენდაციები – გრძნობის კონტროლი უმნიშვნელოვანესია. ეცადეთ, არ გაჰყვეთ ემოციებს, იცხოვრეთ თავისუფალი გრაფიკით და მეტი იმოძრავეთ. სასარგებლოა სახლის დალაგება, დასუფთავება და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება. სასურველია ემოციების გაკონტროლება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება.

პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ ახალი პარტნიორული კავშირების დაწყებას. დღე უფრო მეტად მეგობრული შეხვედრებისთვის, მშვიდი საუბრებისთვის და უკვე არსებული ურთიერთობების გამყარებისთვისაა ხელსაყრელი.

ჯანმრთელობა – დღეს განსაკუთრებით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და ფარისებრი ჯირკვალი. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები, სახის კანისა და თმის მოვლა, ასევე შარდსასქესო სისტემის პროფილაქტიკური მკურნალობა. არ არის რეკომენდებული ხალების და პაპილომების მოშორება, კისრის მკვეთრი მოძრაობები, ცივი გაზიანი სასმელების მიღება და ორპირ ქარში ყოფნა.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობა. დღე კარგია ქორწინებისთვის, მეგობრობისა და ახალი ნაცნობობისთვის.ხელს უწყობს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს.ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.კარგი დროა დაწყებული საქმის დასასრულებლად.

დღეს არ ვარგა ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. დაუშვებელია ზედმეტად სარისკო მოქმედებები. საფულე და ფინანსები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

დღის მინერალები და ფერები – აქატი, ონიქსი, მარჯანი, მალაქიტი, ზურმუხტი მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, ხოლო ფერებიდან – ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი, მწვანე, ტერაკოტისფერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე ხელსაყრელია ქალწულის, თხის რქისა და თევზებისთვის.

შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები